თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
მისივე თქმით, 5 მებრძოლი დაჭრილია.
"9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა", - წერს ოქრუაშვილი.
მანამდე, უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, აქედან 3 საქართველოში უკვე ჩამოასვენეს და დაკრძალეს.