თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომაზე როგორც ბუტა რობაქიძის, ისე 20 ივნისის საქმეზე იმსჯელებენ.
"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ადვოკატი აცხადებს, რომ ის მტკიცებულებები, რომლებიც ოქრუაშვილის მიმართ არსებობს, მის ბრალეულობას ვერ ამტკიცებს. მამუკა ჭაბაშვილს იმედი აქვს, რომ სასამართლოს მხრიდან განაჩენის გამოტანა დროულად მოხდება.
„პირველად ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე დააკავეს. არანაირი ბრალი რომ არ ქონდათ, გამოაცხვეს ისე, რომ დღესაც კი რაც მტკიცებულებები აქვთ, ეს არ ნიშნავს დანაშაულს. შეხედეს, რომ მისი პატიმრობა ამით გაუჭირდებოდათ და მერე უკვე ახალი ბრალი გამოაცხვეს.
"ერთია საუბარი და პოლიტიკური შეთანხმებები. ეს სამართლებრივად საქმეში უნდა აისახოს. ჯერჯერობით არაფერი მსგავსი არ მომხდარა, ვნახოთ ხვალ და ზეგ რა იქნება“, - აცხადებს ჭაბაშვილი.
შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი პროკურატურამ გასული წლის 19 ნოემბერს წაუყენა. 22 ნოემბერს კი საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.