logo
ENG



ოქრუაშვილს პატიმრობა მიესაჯა - ოპოზიცია ოცნებას პირობის კიდევ ერთხელ დარღვევაში ადანაშულებს

13 აპრ 202020:56
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში 5 წელს გაატარებს. მას განაჩენი 20 ივნისის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლომ გამოუტანა. ამით კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორებისა და ოპოზიციისთვის მიცემული პირობა კიდევ ერთხელ დაარღვია. 

განაჩენის შემდეგ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილი კორონავირუსით გამოწვეული უმძიმესი ვითარებით სარგებლობს და პანდემიასთან ბრძოლის დროსაც ოპონენტებს ებრძვის.

ოპოზიციის თქმით, ანტიდემოკრატიულ ხელისუფლებასთან გარიგება არ შედგება და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება.

მმართველი გუნდის მტკიცებით კი, შეთანხმების პირობა სწორედ იმით დაიცვეს, რომ პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ მომხდარა. 


close დახურვა