logo
ENG



ოცი ივნისი არ დაწყებულა გავრილოვის ღამით-დაიწყო გავრილოვის ჩამოყვანით - კობერიძე

21 ივნ 202013:21
3 წუთის საკითხავი
 

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ 20 ივნისის მოვლენები არ დაწყებულა მხოლოდ ღამით - მისი თქმით, მოვლენები დაიწყო გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანით და მისი პარლამენტში მოყვანით.

ლევან კობერიძემ, ასევე, ისაუბრა საკონსტიტუციო განხილვების შესახებ - მან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ორპოლუსიანობა სწორედ ამ ცვლილებების მიღების შემდეგ უნდა დასრულდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ მთავარს გაესვას ხაზი - როცა გავრილოვი აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში - ეს იყო ანტიკონსტიტუციური ქმედება. სუს-მა დაიწყოს გამოძიება ამ საკითხზე, ეს არ იყო ქვეყნის სიმშვიდისკენ, არამედ არეულობისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ვიღაცას აწყობდა. ვინ არის ეს ვიღაცა, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. ოცი ივნისი არ დაწყებულა გავრილოვის ღამით - დაიწყო გავრილოვის ჩამოყვანით, პარლამენტში მოყვანით.

"მინდა შევეხო საკითხს, რამდენად მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება და ორპოლუსიანობის გარღვევა. ერთის მხრივ ოცნებას არ მიეცა საშუალება, რომ ზედმეტი  მანევრები გაეკეთებინა წინა განხილვების მსგავსად და მეორეს მხრივ, არ მიეცა „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გასულიყო შეთანხმებიდან. ეს როლი ითამაშა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ჩვენმა ფრაქციამ, უფრაქციო დეპუტატებმა და კიდევ ორმა ფრაქციამ. როცა ვთქვით, რომ მხარს ვუჭერთ ცვლილებას, ოცნება მიზეზს ვეღარ იპოვიდა, რომ გადაგებრალებინათ ჩაგდება „ევროპული საქართველოსა“ და ნაცებისთვის. გამოავლინა ნაცებისა და „ევროპული საქართველოს“ უპასუხისმგებლობა ქვეყნის მიმართ ხმის არმიცემის შემთხვევაში. ამ ქვეყანაში წინსვლისთვის პოლიტიკური მრავალფეროვნება არის უმნიშვნელოვანესი", - განაცხადა ლევან კობერიძემ.


close დახურვა