logo
ENG



ოცნება აპირების წინასაარჩევნოდ ძალადობისა და მოსყიდვის გამოყენებას - კაპანაძე

01 ივლ 202014:28
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ცვლილებათა პაკეტში რამდენიმე პუნქტი შესწორებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ კლავ გამოიყენებს ამომრჩეველთა მოსყიდვისა და დაშინების სტრატეგიას.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს ცვლილებებს, რომლებიც ეუთოს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

„ის, რაც ეხება პერიმეტრს, რომ თავშეყრა იყოს აკრძალული - ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. ესაა დესტაბილიზაციისა და დაშინების წყარო, ასევე საკითხები, რომლებიც ეხება რეკლამის შინაარსის შეზღუდვას და ესაა ჩვენი მოთხოვნები - თუ იქნება გათვალისწინებული, მივიღებთ მონაწილეობას და დავუჭერთ მხარს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვაპირებთ შირმის როლი ვითამაშოთ „ქართული ოცნებისთვის“, რომ ვითომ ეუთოს რეკომენდაციები გაითვალისწინა მაშინ, როცა ვიცით, რომ ძალადობის გამოყენებასაც აპირებს ოცნება და მოსყიდვის გამოყენებასაც", - აცხადებს სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი წინასაარჩევნოდ ცვლილებათა პაკეტს უყრის კენჭს. კონკრეტულად რას მოიცავს ცვლილებები, წაიკითხეთ აქ.

 


close დახურვა