მუქარა, შანტაჟი, დაშინება, ძალოვანების მონაწილეობა კამპანიაში და მოჭიდავეები, როგორც ქართული ოცნების საყრდენი - გურიაში ამბობენ, რომ ოპონენტებს მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ სწორედ ამ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. ბრალდებები მწვავეა ოზურგეთში, სადაც ოცნების კონკურენტი დამოუკიდებელი კანდიდატია. მისი მხარდამჭერები კი ამბობენ, რომ სწორედ მუქარითა და თვალთვალის გზით აიძულებენ აქტივისტებს, დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიას ჩამოშორდნენ.
ოცნება გურიაში არჩევნების მოსაგებად ადგილობრივებს ემუქრება და აშანტაჟებს
25 ოქტ 202120:23
3 წუთის საკითხავი