logo
ENG



ოცნება ეჯიბრება წინა ხელისუფლებას მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებაში-ჭიჭინაძე

29 ოქტ 201913:16
3 წუთის საკითხავი
 
ucc731hujyjikj4.jpg

"ქართული ოცნება" ეჯიბრება წინა ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებაში-ეს განცხადება პარლამენტის სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. მან საკუთარი გამოსვლა ეკონომიკის მინისტრის კრიტიკით დაიწყო, რომელიც როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საერთოდ არ ზრუნავს და კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს ემსახურება. 

"ეკონომიკის მინისტრი, რომელსაც არ ახსოვს თავისი წარსული და მე მიყენებს ბრალად, რომ მე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან" ვარ წაქეზებული, თავად მთავრობის მსახური იყო და გადაპროფილდა კონკრეტული ჯგუფების მსახურად და დღესაც წარმოადგენს არა ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, არამედ კონკრეტული ჯგუფებს ინტერესებს. თურნავას არ მიუცია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაპირება და ამიტომ მას ეს პასუხისმგებლობა არ გააჩნია... სამწუხაროა რომ ის ძალა, რომელიც მოვიდა 2012 წელს მოვიდა და ხალხში იყო ასეთი დიდი იმედი, რომ ქვეყანაში რადიკალურად შეიცვლებოდა ყველაფერი, სამწუხაროდ მის წინამორბედს ეჯიბრება, როგორ დაშორდეს საკუთარ მოსახლეობის ინტერესებს და რაც უფრო მეტად ატკენს საკუთარ მოსახლეობას და რაც უფრო მეტ ზიანს მიაყენებს საკუთარ მოსახლეობას. დღეს "ქართული ოცნება" თავის მიზანს ხედავს მხოლოდ და მხოლოდ ამაში,"-აცხადებს ჭიჭინაძე. 


close დახურვა