logo
ENG



ოცნება კატარში ელჩად რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს ვაკო ავალიანს ნიშნავს

03 ნოე 202512:07
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/03/m9a8gppm1kbdhvv.jpeg

ქართული ოცნება კატარში ელჩად ვარლამ (ვაკო) ავალიანს ნიშნავს. ქართული ოცნების პრემიერმა პოსტზე დასანიშნად მისი კანდიდატურა ქართული ოცნების პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წარუდგინა.

"2025 წლის 10 წოემბრიდან კატარის სანელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ვარლამ ავალიანის კანდიდატურა", - ვკითხულობთ ირაკლი კობახიძის განკარგულებაში, რომელიც 29 ოქტომბრით თარიღდება.

ვაკო ავალიანმა რუსთავი 2-ისა და PrimeTime-ის ჰოლდინგის დირექტორის თანამდებობა 10 ივნისს დატოვა. ამ პოსტს ის 2021 წლიდან იკავებდა. 


close დახურვა