logo
ENG



ოცნება მინისტრობისკენ - შაბათის ფორმულა

10 თებ 202420:09
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლის-ირაკლით ჩანაცვლების შემდეგ - კობახიძის მთავრობაში ბევრი არაფერი შეცვლილა. პრემიერმინისტრობის შემდეგ - მას წინამორბედის მინისტრთა კაბინეტი  თითქმის უცვლელი შერჩა. ირაკლი ჩიქოვანი - ქართული ოცნებიდან ის ერთადერთი დეპუტატია, რომელიც ირაკლი კობახიძის კარზე ახალ სავარძელში ჩაჯდა. თავდაცვის ახალი მინისტრი - ქართული ოცნებისთვის ძველი და კარგად გამოცდილი სახეა. ირაკლი ჩიქოვანს მეტად საინტერესო - პოლიტიკური წარსული აქვს. პრინციპების და პრინციპული არჩევანის შეცდომად გამოცხადება რომ ქართული ოცნების სტილია, ეს ჩვენ უკვე მეორე პრეზიდენტის მაგალითზე ვნახეთ - მაგრამ ახლა, ოლიგარქი, ქვეყნის თავდაცვას და ქვეყნის ერთგულებას აბარებს ადამიანს, რომელმაც გუნდს და პრინციპებს ერთხელ უკვე საჯაროდ უღალატა. ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი ალასანიას ყოფილი თანაგუნდელია და ქართული ოცნების კოალიცია, თავისუფალ დემოკრატებთან ერთად, წლების წინ, ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევის მოტივით, პროტესტის ნიშნად დატოვა. შემდეგ, მმართველ პარტიას, გაყალბებული არჩევნების გამოც აკრიტიკებდა და სასამართლო კლანსაც დაუპირისპირდა - მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით - მალე ირაკლი ჩიქოვანი, ქართული ოცნების რიგებში ჩაეწერა, იმ დეპუტატებს შორის, ვინც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა და ვისაც ეს გადაწყვეტილება დაუფასდა კიდეც - ირაკლი ჩიქოვანს, ოლიგარქმა ქვეყნის თავდაცვა ჩააბარა. 


close დახურვა