საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის ვიცესპიკერის პოზიციაზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.
პარლამენტს ოპოზიციის კვოტით ვიცესპიკერის პოსტზე ასარჩევად ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა 16 მაისს წარედგინა. მის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
პარლამენტში ოპოზიციონერი ვიცესპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს.