logo
ENG



ოცნება საარჩევნოდ თბილისში ოლქების გაერთიანებას და 22-დან 5-მდე შემცირებას გეგმავს

05 მარ 202020:44
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად პროექტს წერს, რომელშიც ოპოზიციის ინფორმაციით, თბილისში ოლქების გაერთიანება და 22-დან 5-მდე შემცირებაა გათვალისწინებული. როგორც  ჩანს, ივანიშვილს თბილისში არჩევნების წაგების ეშინია. ოლქების გამსხვილება კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. 

მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდამდე ორი დღით ადრე ციხიდან წერილს აგზავნიან გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ბესიკ თამლიანი, ისინი გაერთიანებულ ოპოზიციას უთვლიან, რომ არ სურთ, მათი გათავისუფლების საკითხი ბარიერი იყოს მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად.  

ოპოზიციის  ინფორმაციით '"ქართული ოცნება"  დედაქალაქს 5 საარჩევნო ოლქად ყოფს: მთაწმინდა-კრწანისი, ვაკე-საბურთალო, გლდანი- ნაძალადევი, დიდუბე-ჩუღურეთი, ისანი-სამგორი. ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" არჩევნების წაგების ეშინია და ეს გადაწყვეტილებაც ამის გამოა მიღებული. მათივე თქმით, თუ ხელისუფლება ამ პროექტს გაიტანს ეს არაკონსტიტუციური იქნება და პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.  

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ხელისუფლება ადასტურებს, რომ პროექტის სამუშაო ვერსია უკვე დაწერილია და კანონპროექტის სახეს უახლოეს დღეებში მიიღებს . თუმცა რა ვერსიას გადაიტანს ფურცელზე "ქართული ოცნება" ამას ჯერ  არ აკონკრეტებენ.
 
ჩიხში შესული მოლაპარკებების პარალელურად მიმართვები გამოაქვეყნეს  პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებმა . გიგი უგულავა , გიორგი რურუა ოპოზიციას მოუწოდებენ, რომ იმ შემთხვევში თუ „ქართული ოცნება“ პროპორციულთან მიახლოებულ პროექტს წარადგენს, მათი პატიმრობის მიუხედავად, ამ მოდელს დათანხმდნენ . ამ გადაწყვეტილებას ციხიდან ახმოვანებს 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანიც.​

ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს და მათთვის მიუღებელი ფორმულის 110-40 ზე მიღებას არ აპირებს. ასევე ძალაში რჩება მათი ულტიმატუმი პოლიტიკური დევნის შეწყვეტის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ. 


close დახურვა