მმართველი გუნდი საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების შემსუბუქების საკითხს განიხილავს.
ჯერჯერობით უცნობია როგორ მოუწევს ათასობით მოქალაქეს თანხის გადახდა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ჯარიმები უნდა გააუქმოს.
შეგახსენებთ, 2 თვის განმავლობაში ქვეყანაში 25 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმაა დაგროვებული.
"ჯარიმის არსებობა, თავის შინაარსში უნდა ემსახურებოდეს მიზანს. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჯარიმა არის დიდი, მაშინ უნდა ვთქვათ ისიც, რომ ადამიანის სიცოცხლე უფრო ფასეულია. მესმის, რომ მოსახლეობის გადახდისუნარიანობაა გასათვალისწინებელი, მაგრამ ეს უნდა გავითვალისწინოთ გადახდის დროს, არამედ ჯარიმის დაწესების დროს", - აღნიშნა ჯანდაცვის კომიტეტით თვამჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.