logo
ENG



ოცნება საზოგადოებრივ კვლევებს კვლავ უნდობლობას უცხადებს

16 დეკ 201920:38
3 წუთის საკითხავი
 
8y95wk4qulj028r.jpg

„ქართულ ოცნებას" საზოგადოებრივი აზრის კვლევების ისევ არ სჯერა. გავლენიანი კვლევითი ორგანიზაცია „იპსოსის“ მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით მომზადებული კვლევის შედეგებს არ ენდობა და ხალხის განწყობას ისევ საკუთარი მეთოდით ზომავს. ამჯერად 14 დეკემბერს კონცერტზე მისული ხალხის რაოდენობით.

შეგახსენებთ, რომ „იპსოსმა“ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ჩაატარა. კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 73%-ს არ მოეწონა ივანიშვილის განცხადება დაპირებების შესრულების შესახებ. ასევე უარყოფითადაა განწყობილი მოსახლეობა საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მიმართ.


close დახურვა