logo
ENG



ოცნება წლებია რკინიგზას აკოტრებს და რუსეთისთვის მისაყიდად ამზადებს - ოპოზიციის შეფასებები

26 თებ 202020:19
3 წუთის საკითხავი
 

ყიდის თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სტრატეგიულ ობიექტს? რკინიგზის პრივატიზების გეგმებზე მთავრობის წევრები უკვე ღიად საუბრობენ, გასხვისების იდეას კი რეფორმას უწოდებენ და ევროდირექტივას მიაწერენ. ფინანსთა მინისტრს საერთაშორისო კონფერენციაზე დღეს არ დაუმალავს, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტის გაყიდვის მომხრეა. არგუმენტად კი ევროპული ქვეყნების მაგალითები დაასახელა. ხელისუფლება რომ სტრატეგიული ობიექტის გასხვისებაზე ფიქრობს დღეს ეს მთვარობის სხვა წევრებმაც დაადასტურეს. ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ საუბარია რკინიგზის ნაწილობრივ პრივატიზებაზე, სარკინიგზო სერვისების და ინფრასტრუქტურის რესტრუქტურიზაციის მიზნით.

ხელისუფლების ოპონენტები ეჭვობენ, რომ რკინიგზის გასხვისება რუსული ინტერესი და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა. ოპოზიციის განცხადებით, ივანიშვილი და მისი პირადი გარემოცვა სახელმწიფო საკუთრებას წლებია მიზანმიმართულად აკოტრებს და რუსეთისთვის მისაყიდად ამზადებს. ფაქტია, რომ ბოლო წლებია რკინიგზა უდიდეს ზარალზეა და წამგებიანი სახელმწიფო საწარმოების სიას ლიდერობს. 

ოპონენტების გარკვეული ნაწილი კი რკინიგზის განვითარებისთვის გამოსავალს სწორედ პრივატიზაციაში ხედავს, თუმცა ამბობს, რომ ეს „ქართული ოცნების“ ოლიგარქიული მმართველობის პირობებში არ უნდა მოხდეს. ევროპულ საქართველოში დარწმუნებულები არიან, რომ რკინიგზა სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესშია.

შეგახსენებთ, საქართველოს რკინიგზის 100% მფლობელი სახელმწიფო საინვესტიციო - საპარტნიორო ფონდია. 


close დახურვა