logo
ENG



ოცნება ხალხს ვერ გაუწევს წინააღმდეგობას - ნიკა მელია

03 თებ 202022:28
3 წუთის საკითხავი
 

„ხალხს ვერავინ გაუწევს წინააღმდეგობას“, - ასე აფასებს ნიკა მელია „ქართული ოცნების“ შესაძლო მოქმედებებს წინასაარჩევნოდ.

როგორც სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ ნიკა მელიამ განაცხადა, იგი დარწმუნებულია რომ პროტესტი გამოიღებს შედეგს და ხელისუფლება დათმობს ძალაუფლებას.

„ბიძინა ივანიშვილი კარგად აცნობიერებს, რა მძიმე მდგომარეობაშია. არ უნდა ველოდოთ, რომ თებერვლის დასაწყისშივე კაპიტულანტური განცხადებით გამოვა. მაგრამ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უფრო დაეტყობა მის გუნდს, რომ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს ხალხს. ხალხთან დაპირისპირებაში ვერავინ შევა. არ ვადარებ, მაგრამ „ქართული ოცნების“ ბევრ აქტივისტსაც არ სჯეროდა, რომ 2012 წელს დათმობდა „ნაციონალური მოძრაობა“ ძალაუფლებას, მაგრამ ვნახეთ შედეგი", - განაცხადა ნიკა მელიამ.


close დახურვა