ღარიბაშვილმა ევროკავშირთან ინტეგრაცია პირდაპირ ქართული ოცნების დამსახურებად გამოაცხადა, მაშინ, როცა სამი ათეული წელია ქვეყანა ცდილობს დაუახლოვდეს გაერთიანებას. მთავრობისგან განსხვავებულია სალომე ზურაბიშვილის პოზიცია. პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო ვიზიტი ევროპარლამენტარების დელეგაციამ, რომლის მიზანი ადგილზე რეფორმების შეფასებაა.