„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატებად ოთხი მოქმედი გუბერნატორი წარადგინა:
- კასპისა და გორის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი გიორგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის მოქმედი რწმუნებულია;
- აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ოლქში მმართველი ძალის კანდიდატი, ალექსანდრე მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორია;
- კახეთის მოქმედი რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში იბრძოლებს „ქართული ოცნების“ სახელით;
- მცხეთა-დუშეთი-თიანეთის მაჟორიტარულ ოლქში კი შალვა კერესელიძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული იყრის კენჭს.
თბილისში კანდიდატების სიას დეტალურად გაეცანით აქ.