logo
ENG



ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა

10 სექ 202020:02
3 წუთის საკითხავი
clock 1567

ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია დაასახელა.

ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მთაწმინდის პარკში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

ღონისძიებაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე იქნება.

შეგახსენებთ, მმართველმ გუნდმა დღეს საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. აღსანიშნავია, რომ სიაში პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი არ არის.

წელს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში


close დახურვა