logo
ENG



ოცნებას კიდევ შეახსენეს, რომ შეთანხმება შეუსრულებელია - ოპოზიცია ლინკევიჩუსის განცხადებაზე

10 ივნ 202012:45
3 წუთის საკითხავი
 

8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინა ლინკევიჩუსის განცხადებას ოპოზიციურ პარტიებში გამოეხმაურნენ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა აღნიშნა, ეს პროცესი არ შეჩერდება და საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად გააგრძელებენ არა მხოლოდ საუბარს, არამედ მოთხოვნასაც, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს.

„ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები, მუდმივად გააგრძელებენ ამ თემაზე არა მხოლოდ საუბარს, ბუნებრივია მკაცრ მოთხოვნასაც იმ ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც რჩება საიმპლემენტაციოდ. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან რთული ვითარება, რომელიც შექმნის გარკვეულ ჩიხს წინასაარჩევნოდ“, - განაცხადა წერეთელმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის თქმით, ოპოზიციასთან დადებული შეთანხმების შეუსრულებლობა მმართველ გუნდზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, ამიტომ აუცილებელია, პარტნიორების გზავნილები კარგად გააანალიზონ.

„კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ შეთანხმება არის შეუსრულებელი. შეთანხმების შეუსრულებლობა სერიოზულ გავლენას მოახდენს „ქართული ოცნების“ მმართველ გუნდზე და თავად ბიძინა ივანიშვილზე. ამიტომ როდესაც პერიოდულად ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან ისმის მსგავსი განცხადებები, ეს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს ძალიან ზუსტად. უნდა მორჩეს ქვეყანაში პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის, 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია უმნიშვნელოვანესია.


close დახურვა