შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ გენერალს, მახათაზე უკანონოდ შემოღობილი ასეულობით კვადრატული მეტრი მიწა აქვს. ტრისტან წითელაშვილს და მის ძმასაც შემოღობილ მიწაზე სახლიც აქვთ აშენებული.
წითელაშვილი 2013 წელს პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. მას ბრალად ქვეყნის ღალატი და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებოდა.
გენერალი წითელაშვილი ამბობს, რომ მას მიწები არ მიუტაცია, რადგან მისი იყო და "მიხეილ სააკაშვილმა წაართვა". მიუხედავად ამისა, გენერალს არანაირი დოკუმენტი არ აქვს, რითიც დაადასტურებს, რომ ოდესმე მიწა მახათაზე მას ან მის წინაპარს ეკუთვნოდა. ოფიციალურად მიწები მერიის ბალანსზე ირიცხება.