logo
ENG



ოცნების 2023 წელი - შაბათის ფორმულა

23 დეკ 202318:41
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, 2023 წლის ბოლო შაბათის ფორმულა გადის ეთერში, ამიტომ შევეცდებით, ერთგვარად შევაჯამოთ, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები, კიდევ ერთხელ გადავხედოთ, რით დაგვამახსოვრდა 2023 წელი და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, 2024 და ის ცვლილებები, რომელსაც ყველა ჩვენგანი ელოდება და რომელსაც მთელი ქვეყნისთვის, მართლაც ისტორიულ გზაგასაყარზე მყოფი საქართველოსთვის, ნანატრი ცვლილებების მოტანა შეუძლია. რა თქმა უნდა ვილაპარაკებთ, კანდიდატის სტატუსზე, მარტის აქციებზე, ხელისუფლების რუსულ პოლიტიკაზე, მმართველი პარტიის გულგრილობასა და შოვის ტრაგედიაზე, ე.წ. ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე ქვეყანაში, სადაც ყოველი მე-5 ბავშვი შიმშილობს და საიდანაც მილიონზე მეტი ადამიანი, სწორედ ეკონომიკური კატასტროფის გამო გაიქცა. ასევე გაგახსენებთ, როგორ ცდილობს ოლიგარქის რეჟიმი ყველა სფეროს, მთელი ქვეყნის მოთვინიერებას - ყველა ამ თემას, თანმიმდევრობით მივყვებით, თუმცა დავიწყებთ ამბებით, რომელსაც შაბათის ფორმულა მთელი წლის განმავლობაში გიყვებოდათ და რაც კიდევ ერთხელ გიჩვენებთ როგორ ებრძვის სახელმწიფო ადამიანს და როგორი დაუცველია ნებისმიერი ჩვენგანი თუ სისტემის პირისპირ აღმოჩნდებით.

 

close დახურვა