logo
ENG



ოცნების ბოლო ზაფხული - შაბათის ფორმულა

20 ივლ 202420:16
3 წუთის საკითხავი
 

 ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელს - ქართული ოცნება ისევ წარსულს ელაპარაკება. არაფერი ახალი საკუთარი ამომრჩევლისთვის. არანაირი გეგმა თუ იდეა, მთავარი დაპირება ისევ კოდიანების წინააღმდეგ ბრძოლაა. გამოგონილი და უხილავი მტერი, გლობალური ომის პარტია, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა - ოცნების ყრილობაზე გამომსვლელების სიტყვაში ყველაზე მეტჯერ გაისმა. სცენიდან საგანგებოდ შეკრებილი ბენეფიციარებისთვის იყო სპეციალური ხუმრობებიც ბიძინა ივანიშვილისგან, თუმცა ისეთი შინაარსის როგორც ოლიგარქს სჩვევია. ამ შემთხვევაშიც ვერავინ მიხვდა რომ ივანიშვილის ხუმრობის შემდეგ უნდა გეცინათ. წინა საარჩევნო კამპანიის დაწყება მმართველმა პარტიამ ოფისის გახსნას დაამთხვია.


close დახურვა