ქართული ოცნების დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვას არ ესწრებიან. მათ ნაცვლად, სხდომაზე პარლამენტის წარმომადგენლები აპარატის თანამშრომლები - ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა არიან.
სხდომის თავმდჯომარე დაინტერესდა, თუ რა მიზეზით არ ესწრებიან ოცნების დეპუტატები სხდომაზე, რაზეც აპარატის თანამშრომელმა თქვა, რომ "თუ მათი მხრიდან ინტერესი იქნება, შუამდგომლობას დააყენებენ".
გუშინ, 28 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონის განხილვისას პარლამენტის წარმომადგენლები ქართული ოცნების წევრები ანრი ოხანაშვილი (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე იქნებოდნენ.
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო 4 სარჩელს განიხილავს - პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის.
გარდა ამისა, დღეს სხდომის თავმჯდომარემ, ლევან ტურავამ განაცხადა, რომ სასამართლოში რუსულ კანონზე მე-5 სარჩელიც შევიდა. მისი ავტორი საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ შეიტანა, თუმცა ის ჯერ არ დარეგისტრირებულა.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შეჩერებაზე 11:00 საათზე დაიწყო.
საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხს განიხილავს პლენუმი მოსამართლეების შემადგენლობით: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.
პლენუმის შემადგენლობაშია მოსამართლე ირინე იმერლიშვილიც, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ ესწრება.