logo
ENG



ოცნების დეპუტატი: სიის პირველი ნომერი გახარია იქნება

10 სექ 202015:54
3 წუთის საკითხავი
 
qf6m5ofkvrkgb7q.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი ილია ნაკაშიძე ფორმულასთან საუბარში ადასტურებს, რომ მმართველი გუნდის საპარლამენტო სიის პირველი ნომერი მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია იქნება.

ნაკაშიძე სიის დანარჩენ წევრებზე კომენტარს არ აკეთებს.

"დაელოდეთ 8 საათს", - განგვიცხადა ნაკაშიძემ.

დღეს, 10 სექტემბერს, 20:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი დაასახელებს მომავალ პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. 


close დახურვა