რუსული მეთოდი - ე.წ. ლგბტ პროპაგანდის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტული ხაზია. ამჯერად თავდასხმის ობიექტი მაკდონალდსი და კოკა-კოლა გახდა.
ბავშვებისთვის სასაჩუქრე მენიუს გამო კამპანია სამთავრობო პროპაგანდამ გახსნა. ამას მოჰყვა ხელისუფლების კონტროლირებული ჯგუფების განცხადებები, რაც დააგვირგვინა თავად საპარლამენტო უმრავლესობამ.