logo
ENG



ოცნების მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება - ოპოზიციია დათმობაზე წასვლას არ აპირებს

26 იან 202014:09
3 წუთის საკითხავი
 

დასრულდა ორდღიანი შეხვედრა საარჩევნო თემატიკაზე, რომელიც IRI-ის მიერ იყო ორგანიზებული.

ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ისინი ხელისუფლებასთან დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და საკითხზე მუშაობას აგრძელებენ.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. 

ოპოზიციური ლიდერები, ასევე, აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ამერიკელი კანონმდებლების მიერ გამოგზავნილი წერილები იმის დასტურია, რომ მათი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

“მარჩიელობა ზოგადად უმადური საქმეა, ამიტომ ამას არ შევუდგები. ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების” და პირადად ივანიშვილის მდგომარეობა მძიმდება ყოველდღიურად. სულ უფრო მეტი ადამიანი, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, ხვდება იმას, რომ ეს რეჟიმი საქართველოსთვის სახიფათოა”, - განაცხადა გიგი უგულავამ. 

დეპუტატის პოზიციას იზიარებს “ლეიბორისტული პარტიია წევრი” გიორგი გუგავა. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ ხელოსუფლების პირობებში ქვეყანა საფრთხის წინაშე დგება.

“ჩავაყენებთ ხელისუფლებას იძულების რეჟიმში, რათა დათმოს ის დანაპირები, რაც გაიცა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. ამ ქვეყანაში შესაძლებელი უნდა იყოს მშვიდობიანი, სამართლიანი გზით ხელისუფლების დემონტაჟი. ისინი ამ სახელმწიფოს საფრთხეს უქმნიან”,-აღნიშნა გიორგი გუგავამ.

კომენტარი ასევე გააკეთა მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამაც. დამოუკიდებელი დეპუტატი აღნიშნავს, რომ “ოცნებას” ცვლილებების და რედორმების ჩატარების სურვილი არ აქვს.

“ქართულ ოცნებას” არ აქვს სურვილი შეცვალოს არსებული მოცემულობა. რადნან ამის მზაობა არ ჩანს და ამას ვერავინ ხედავს, ამის გამოა, რომ მართლმსაჯულევის საკითხზე უკან დახევა მოხდა, საარჩევნო სისტემაზე უკან დახევა მოხდა”, - ამბობს ბესელია.

საკითხს ასევე მმართველი გინდის წევრი ოთარ დანელიაც გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგება.

“მე მხარი დავუჭირე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. კომუნიკაცია და დიალოგი ყოველთვის კარგია და მე იმედი მაქვს, რომ მოხდება შეთანხმება, რადგან ესეც დემოკრატიულო და პოლიტიკური პროცესია”, - თქვა დანელიამ.


close დახურვა