ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებით, თსუ და სტუ ერთიანდება. ეს ოცნების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე თქვა.
მისივე თქმით, გაერთიანების პროცესში შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობების შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესს წარმართავენ.
"მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.
ეს იქნება საწინდარი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობოს საერთაშორისო რეიტინგი. უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო, საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობების შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს"- თქვა მიქანაძემ.
