logo
ENG



ოცნების მტკიცებით, თბილისში კალაძეს 60,1% უჭერს მხარს

27 აგვ 202113:20
3 წუთის საკითხავი
 
ოცნების მტკიცებით, თბილისში კალაძეს 60,1% უჭერს მხარს

ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევით, თბილისის მერობის არჩევნებში კახა კალაძეს მხარს უჭერს 60,1%, ხოლო საერთო ოპოზიციურ კანდიდატ ნიკა მელიას - 29,2%. სხვა კანდიდატებმა კი 10,7%-იანი მხარდაჭერა მოიპოვეს.

კვლევა ბრიფინგზე დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა. იგი ამბობს, რომ გამოკითხვა პარტიის სოციოლოგიური კვლევების ჯგუფმა ჩაატარა. მისი თქმით, საველე სამუშაოები 21-25 აგვისტოს ჩათვლით, პირისპირ გამოკითხვის მეთოდი ჩატარდა. ჯამში გამოიკითხა 2 958 რესპონდენტი, საიდანაც, ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79,2%-მა დაასახელა. ცდომილების ფარგლები +/- 3%-ია.

ამასთან, სარჯველაძემ პარტიული რეიტინგებიც წარადგინა:

  • ქართული ოცნება - 47,4%
  • ნაციონალური მოძრაობა - 25,4%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება - 4,7%
  • საქართველოსთვის - 4,7%
  • მოქალაქეები - 3,2%
  • ლელო - 2,4%
  • პატრიოტთა ალიანსი - 1,9%
  • ევროპული საქართველო - 1,8%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 1,7%
  • გირჩი - 1,1%
  • ლეიბორისტული პარტია - 0,7%
  • ერთიანი საქართველო - 0,7%
  • სხვა პარტიები - 4,3%

close დახურვა