ალუდა ღუდუშაური, ბექა ოდიშარია, ნინო წილოსანი, ირაკლი ღარიბაშვილი და კიდევ ძალიან ბევრი - ქართული ოცნების და ე.წ. ხალხის ძალის იმ წევრების სია, ვინც საკუთარი შვილების მომავალს ევროპასა და ამერიკაში ხედავს, ძალიან გრძელია, თუმცა ეს ადამიანები, იგივე შესაძლებლობას ართმევენ ჩვენს შვილებს. მმართველი პარტიის და მისი რადიკალური დანაყოფის წევრები, საკუთარ შვილებს ასწავლიან ამერიკის და ევროპის ძვირადღირებულ სასწავლებლებში, მათ შვილებს უკვე აქვთ ამერიკის და ევროპის მოქალაქეობა - გარანტირებული მომავალი და ბიზნესი იმ ქვეყნებში, რომელსაც მათი მამები, ჩვენ, ყოველ დღიურად გვაშორებენ. მმართველი პარტიის წევრებს, შაბათის ფორმულამ მარტივი კითხვა დაუსვა - რატომ უშვებენ საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში და არა მაგალითად, რუსეთის რომელიმე ქალაქში - ეს კითხვა რუსეთის მთავარ მეხოტბეებს მოთმინებას აკარგვინებს.
ოცნების ორმაგი სტანდარტი - შაბათის ფორმულა
25 თებ 202320:48
3 წუთის საკითხავი