ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება, განსახილველი საკითხი კი სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა.
შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. ჯგუფის მიზანი 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და ხუნდაძის ინიციატივა ინიციატივად დარჩება.
ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ ხუნდაძეს ივანიშვილმა მორიგი დავალება მისცა და შესაძლოა, 2024 წელს არჩევნები სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.