logo
ENG



ოცნების პარტაქტივი გააქტიურდა - მმართველი გუნდის მხარდამჭერები მერაბიშვილთან მივიდნენ

21 თებ 202009:00
3 წუთის საკითხავი
 

ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შემდეგ "ქართული ოცნების" პარტაქტივი კიდევ უფრო გააქტიურდა.

აგრესიით გამორჩეული ახალგაზრდების გუნდი, რომელთა სახეებიც მაყურებელმა არა ერთხელ იხილა "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ კონტრაქციაზე, ამჯერად ქიქოძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფესთან მივიდა, სადაც ვანო მერაბიშვილი თავის მეგობრებსა და ყოფილ თანაპარტიელებს ხვდებოდა.

აქტივისტებსა და ოპოზიცუზიური პარტიების ლიდერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.  

„ამ ადამიანებს რომ შეხედავ, რაღაც შეძახილებით, ჩანს რა საცოდავ დღეში არის ეს რეჟიმი . როგორც მორალურად და პოლიტიკურად ჩამოლპა რეჟიმი, რომელიც მოვიდა ამხელა დაპირებებით და რეჟიმი, რომელმაც გააღარიბა საქართველო. გული მტკივა, რომ ხალი არის ესე დაბნელებული“, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე.

 


close დახურვა