ქართული ოცნებიდან 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრის და ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსის ჯუმბერ იზორიას პერსონით შესაძლოა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო დაინტერესდეს. მასთან დაკავშირებული ორი კომპანიის შემთხვევაში არსებობს ვარაუდი, რომ ყოფილი პარლამენტარი ძალაუფლებას პირადი უპირატესობებისა და სარგებლის მიღების მიზნით იყენებდა. საუბარია ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების კომპანია თოგენზე, რომლის 80 პროცენტს იზორიას ცოლი, 20 პროცენტს კი ძმა ფლობს. შპს-ს 2018 წლის ივნისიდან დღემდე დაახლოებით 837 ათასი ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
ოცნების ყოფილი დეპუტატის პერსონით შესაძლოა სუსის აინტიკორუფციული სააგენტო დაინტერესდეს
24 ივნ 202120:17
3 წუთის საკითხავი