logo
ENG



ოცნების ჩაბნელებული ბათუმი - შაბათის ფორმულა

05 ნოე 202220:29
3 წუთის საკითხავი
 

ჩაბნელებული ქუჩები, სკვერები, ყოველი წვიმის დროს დატბორილი და წყალწაღებული ქუჩები ბათუმში. საზღვაო ქალაქი წლებია ამ რეალობაში ცხოვრობს. ტონი რიჟვაძის პირადი და ბათუმელებისთვის უჩინარი მერი, არჩილ ჩიქოვანი ტენდერს ტენდერზე აცხადებს, ხალხის ფულს აძლევს კომპანიებს, რომლების მის მეგობრებს ეკუთვნის; იღებს ათეულობით მილიონი ევროს კრედიტებს და ფულს ბიუჯეტიდან ისტუმრებს, თუმცა მძიმე სურათი  ბათუმში მაინც არ იცვლება.  

აჭარგანათება ერთ-ერთია იმ კომპანიებიდან, ვინც ბათუმის ინფრასტრუქტურის მოსაგვარებლად 29 მილიონის ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო. უნდა გაენათებინათ ბათუმის ქუჩები და სკვერები, მაგრამ ამაოდ - განათებები არსადაა. კომპანია ქალაქის მერის, არჩილ ჩიქოვანის უახლოესი მეგობრის ოჯახს ეკუთვნის. კიდევ ერთი კომპანია, რომელიც სანიაღვრე სისტემებს უნდა აკეთებდეს, ოცნების შემომწირველია. სქემა მარტივია - მმართველი გუნდი ბიზნესმენებს ერთგულებას უფასებს და საქმეებს აძლევს. შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშს კი არავინ ითხოვს.


close დახურვა