"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პარტიის აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე მივიდა. კალაძე შენობაში ავტოფარეხის შესასვლელით შევიდა და მას კომენტარი არ გაუკეთებია. "ფორმულანიუსის" ინფორმაციით, პარტიის ოფისში სხვა მაღალჩინოსნებსაც ელოდებიან, თუმცა მმართველი გუნდის პრესსამსახური ინფორმაციას არ ადასტურებს.
შენობასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელსაც შესასვლელებთან ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.