logo
ENG



ოცნების ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

30 აგვ 202011:34
3 წუთის საკითხავი
 
0wy86y8yp2d9pdi.jpeg

ქართული ოცნების ოფისში ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

როგორც ფორმულას მმართველი გუნდის პრესსამსახურში განუცხადეს, ინფიცირებულს ქართული ოცნების წევრებთან შეხება არ ჰქონია. 

"გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. დადასტურებულ პაციენტთან ახლო კონტაქტ პერსონალს გარკვეული პერიოდი შეეზღუდა კონტაქტები და დროებით იზოლაციაში გადავიდნენ. მიმდინარეობს თანამშრომლების ტესტირება. მოხდა ოფისის დეზინფექცია. ამ ეტაპზე, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. ქალბატონი ხშირად არ იმყოფებოდა ოფისში, მას პოლიტიკოსებთან შეხება არ ჰქონია", - აცხადებენ მმართველი გუნდის პრესსამსახურში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, ჯამში ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირდა 1469 ადამიანი, აქედან 1221 გამოჯანმრთელდა, 19 გარდაიცვალა.


close დახურვა