ქართული ოცნების ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს.
ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ ბაზაში დღემდე რეგისტრირდებიან ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც სოციალური დახმარება არ სჭირდებათ.
ის ირწმუნება, რომ "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო, იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად".
"დროა წერტილი დაესვას პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამ მიზნით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმების აქტიურ პროცესს. ჩვენი მიზანია ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც დღეისთის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
ის ასევე ამტკიცებს, რომ "სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა არაერთხელ გამხდარა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი".
"დღეისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს. ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა შეადგენს ჯამში 710 ათასს, ბაზაში სულ რეგისტრირებულია 410 ოჯახი, ჯამში მილიონ სამასი ათასი, თუმცა ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა შეღავათით. [...]
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა არაერთხელ გამხდარა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, დასწყვეტია აღვნიშნოთ, რომ 2012 წლის შემდეგ,მეტი ადამიანის მხარდამჭერის მიზნით, ორჯერ გაიზარდა იმ ქულის მაჩვენებლი ,რომელიც შემწეობის მიღებას განსაზვრავს. ქულა რომ არ გაზრდილიყო, შედარებით უფრო შეძლებულებისთვისაც რომ არ დაენიშნა სახელმწიფოს შემწეობა, დღეისთვის შემწეობის მიმღები ოჯახთა რაოდენობა იქმებნოდა მაქსიმუმ 120 ათასი, ნაცვლად 185 ათასი ოჯახისა", - ამტკიცებს ის.
სოციალურად დაუცველთა ბაზის გადახედვა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2 დღის წინ, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს დააანონსა და თქვა, რომ ბაზა "გადახედვას საჭიროებს".
