logo
ENG



ოხანაშვილი: ოცნება გამორიცხავს რაიმე ტიპის თანამშრომლობას პრორუსულ პოლიტიკურ ჯგუფებთან

25 აგვ 202020:48
3 წუთის საკითხავი
clock 322

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ცენტრ "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომლის მიხედვითაც კრემლი პატრიოტთა ალიანსს 2020 წლის არჩევნებისთვის ფინანსურად ეხმარება, პასუხი უნდა გაეცეს და ამ მხრივ ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული.

ოხანაშვილი ირწმუნება, რომ ქართული ოცნება პრორუსულ პარტიებთან თანამშრომლობას გამორიცხავს და ოპოზიციურ პარტიებზე საუბრობს:

"ჩვენი რეაქცია არის მარტივი - პასუხი უნდა გაეცეს ამას, ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული. თუმცა როგორია მათი რეაქცია მათ თანაპარტიელების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, გიგი უგულავა როგორც გაიძახოდა გარკვეული პერიოდის წინ, ისინი ითანამშრომლებენ პრორუსულ ჯგუფებთან.

ჩვენთვის ყოველთვის იყო წყალგამყოფი, რომ ქართული ოცნება გამორიცხავდა რაიმე ტიპის თანამშრომლობას ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებსაც ჰქონდათ სიმპატიები დამოკიდებულება თუ ინტერესი რუსეთთან",-ამბობს ოხანაშვილი.

ცენტრმა "დოსიემ" 24 აგვისტოს  გამოაქვეყნა მასალები, რომელთა მიხედვით, კრემლი პატრიოტთა ალიანსს 2020 წლის არჩევნებისთვის ფინანსურად ეხმარება და წინასაარჩევნო კამპანიის შინაარსთან დაკავშირებით ინსტრუქციებს აძლევს.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა უარყო საგამოძიებო სტატიის ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი პარტია მრავალ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორის, ორ ამერიკულ, ორ ებრაულ და ერთ რუსულ კომპანიასთან.

ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პროკურატურას პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

 

 


close დახურვა