logo
ENG



ოხანაშვილი: ყველაზე კარგი გამოსვლა ჰქონდა შოთაძეს, ამიტომ მას მხარს დავუჭერ

07 თებ 202014:12
3 წუთის საკითხავი
 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გენერალური პროკურორის თანამდებობაძე ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნას ეხმაურება. 

ოხანაშვილის თქმით, შოთაძეს საპროკურორო საბჭოში გამოსვლების ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ საბჭო პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას წარუდგენს, ის ყოფილი მთავარ პროკურორს მხარს დაუჭერს. 

„ნებისმიერ კვალიფიციურ იურისტს, თუ კი გადაწყვეტდა, რომ მას ჰქონდა უნარი და სურვილი, რომ დაეკავებინა გენერალური პროკურორის პოზიცია, არანაირი ბარიერი არ ჰქონდა. თუ კი ასეთი კვალიფიციური იურისტები იყვნენ ან ოპოზიციას სურდა, რომ ასეთი იურისტი წარედგინათ საპროკურორო საბჭოსთვის ამის სრული შესაძლებლობა ჰქონდათ. თუ პროცესი ჩაკეტილი იქნებოდა, ამ შემთხვევაში მათი ე.წ. ბრალდება შესაძლოა ყოფილიყო საფუძვლიანი. თუმცა ეს გამოირიცხა, ვინაიდან ყველა იურისტს შეეძლო განაცხადის შემოტანა. რეიტინგით ყველაზე კარგი გამოსვლა ჰქონდა ბატონ ირაკლი შოთაძეს, ამიტომ მას მხარს დავუჭერ, მისი გამოცდილებიდან, ხედვიდან გამომდინარე. მან დამაჯერებელი პასუხი გასცა საბჭოს წევრებს“, - აღნიშნა ოხანაშვილმა

აღსანიშნავია, რომ პროკურატურასთან სადაც კენჭისყრა მიმდინარეობს, ადამიანის უფლება ცენტრი საპროტესტო აქციას მართავს. 

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოში ცოტა ხნის წინ კენჭისყრა დაიწყო. საბჭომ 4 კანდიდატს კენჭი უნდა უყაროს და ერთი შეარჩიოს. სწორედ შერჩეული კანდიდატი გადაეგზავნება პარლამენტს დასამტკიცებლად.

 

 


close დახურვა