logo
ENG



ოხანაშვილი - მხოლოდ ოცნების მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ყოფნის

17 ივნ 202010:11
3 წუთის საკითხავი
 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ეხმაურება.

ოხანაშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმები ცვლილებებისთვის საკმარისი ვერ იქნება და ასეთ შემთხვევაში, პროექტი ჩავარდება.

„ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან პირობა იქნება შესრულებული და საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენი მხრიდან მხარი ექნება დაჭერილი. იმედი გვაქვს, რომ ის ადამიანები, პარლამენტის წევრები, ვინც აქამდე აცხადებდნენ, რომ მხარს დაუჭერდნენ, იმედია მათი მხრიდანაც იქნება მხარდაჭერილი ეს პროექტი. მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას არ ყოფნის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში ხვალიდან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება. პროცესს „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" კვლავ ბოიკოტს უცხადებს.


close დახურვა