დეპუტატი ანრი ოხანაშვილი მოქმედი და ყოფილი პოლიციელების მონაწილეობით ჩადენილ სასტიკ მკვლელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
“ეს საკითხი სისტემურ პრობლემასთან კავშირში არაა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს. სუბიექტმა შესაძლოა ჩაიდინოს დანაშაული. თუ კი ეს დადასტურდება, ნებისმიერ პირს პასუხისმგებლობის აღება კანონის სრული სიმკაცრით მოუწევს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძე 5 ოქტომბერს მტკვარმა გამორიყა. მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. ოჯახი მას 6 დღე ეძებდა. საქმეზე უკვე დაკავებულია 5 პირი, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელი.