იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ აპირებს. მან ამას "შოუ" უწოდა.
"ქართული ოცნების გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას ამ შოუში და, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას 12 პუნქტის თითოეულ პუნქტზე. ასე არ გამოვა, დასხდნენ სამუშაო ჯგუფებში, მზად ვართ, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, გავცვალოთ პოზიციები. იქ მივალთ იმ კონდიციამდე, რაღაც საკითხებზე შევთანხმდებით, რაღაც საკითხებზე - ვერ. ჩვენ სესიის მოწვევას ვერავინ ვერ დაგვასწრებს, როგორც კი ობიექტური საჭიროება ობიექტური იქნება, რომ სამუშაო პროცესიდან გადავიდეთ უკვე საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე. ეს არის საქმიანი ფორმატი და ეს არ არის შოუს ფორმატი. სამწუხაროდ, ამის ინსტრუმენტალიზაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ხელით", - განაცხადა ოხანაშვილმა.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. როგორც პრეზიდენტის განკარგულებაშია აღნიშნულია, სესიის მოწვევა 18 ივლისიდან იქნება შესაძლებელი.
რიგგარეშე სესიის ჩანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს ოპოზიციამ მიმართა.
პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ნაწილი რიგგარეშე სესიის მოწვევა, რათა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე ემსჯელათ. სხდომის ჩანიშვნის წინააღმდეგია ქართული ოცნება.