logo
ENG



ოხანაშვილმა ბოკუჩავაც გააძევა

29 აპრ 202416:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/29/8sox4k8gizf29vd.jpg

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ თინა ბოკუჩავა გააძევა. ბოკუჩავა მე-13 დეპუტატია, რომელსაც ოხანაშვილის მითითებით დარბაზს ატოვებინებენ. 

მოგვიანებით ოხანაშვილმა საკომიტეტო დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდიაც გააძევა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომიტეტის თავმჯდომარე მიკროფონს უთიშავს ყველას, ვინც, მისი აზრით, კითხვებს კანონპროექტის მუხლებთან დაკავშირებით არ სვამს და აძევებს დარბაზიდან ყველას, ვინც "რეგლამენტს არღვევს".

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად გირჩის წევრმა, იაგო ხვიჩიამ და ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა დატოვეს. 


close დახურვა