logo
ENG



ოხანაშვილმა დარბაზიდან ერთდროულად 3 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა

29 აპრ 202415:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/29/a59310nvi8kik0d.jpg

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომა, სადაც მეორე მოსმენით რუსულ კანონს განიხილავენ, ერთდროულად 3 ოპოზიციონერ დეპუტატს, ნაციონალური მოძრაობის წევრებს, დავით ხაჯიშვილს, გიორგი გოდაბრელიძეს და ევროოპტიმისტების წევრს, ხატია დეკანოიძეს დაატოვებინა.

მანამდე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პროტესტის ნიშნად გირჩის წევრმა, იაგო ხვიჩიამ დატოვა. საერთო ჯამში, ოხანაშვილმა დარბაზიდან 11 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა.

რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დღეს, 09:00 საათზე დაიწყო. სხდომიდან გააძევეს ლევან ხაბეიშვილი, ანა წითლიძე, თამარ კორძაია, ქეთი თურაზაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, სალომე სამადაშვილი და თაკო ჩარკვიანი. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.  


close დახურვა