logo
ENG



ოხანაშვილმა დარბაზიდან მეოთხე დეპუტატი, სალომე სამადაშვილიც გააძევა

29 აპრ 202411:14
3 წუთის საკითხავი
 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი გააძევა.

ოხანაშვილმა სამადაშვილს კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მისცა და მიკროფონი გაუთიშა.  

"ქალბატონო სალომე, მე თქვენ მოგიწოდებთ, პირველ მუხლთან დაკავშირებით, მეორე მოსმენით დადგენილი წესით, თუ შეკითხვას სვამთ, დასვით. თქვენი შეკითხვა მიემართება პირველი მოსმენით დადგენილ პროცედურას. ამიტომ, იგივეს თუ გააგრძელებთ, მომიწევს მიკროფონის ჩამორთმევა.

სიტყვა ჩამოგართვით, ვინაიდან, სვამთ საკითხს, რომელიც არ შეეხება პირველ მუხლს. ამბავში ჩვენ ვართ, თუ თქვენ ხართ ამბავში? თქვენ რა ამბავში ხართ? მიკროფონის გარეშე, გაფრთხილებული ხართ. თუ გააგრძელებთ იგივეს, დატოვებთ დარბაზს... დარბაზი დატოვეთ. ტექნიკური შესვენება. დატოვეთ დარბაზი", - თქვა ოხანაშვილმა.

მანამდე, ოხანაშვილმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ კორძაიას, ლევან ბეჟაშვილს და გიორგი ვაშაძეს დაატოვებინა დარბაზი.

ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს.


close დახურვა