ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ლელოს წევრს, ანა ნაცვლიშვილს კომიტეტის სხდომაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა და მიკროფონი გამოურთო.
დისკუსია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხებოდა. ახალი წესის მიხედვით, ხელისუფლებას არ დასჭირდება ოპოზიციის თანხმობა და ცესკოს ახალ ხელმძღვანელს 76 ხმით, ერთპარტიულად აირჩევენ.
"ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არ არის რეკომენდაციების შესრულება. სწორედ ეს იყო ჩემი პოზიცია კომიტეტზე, რომ ეს ტექსტი ქართული ოცნების ძალიან ვერაგ განზრახვას მალავს.
სიმართლე არის ის, რომ მათ აშინებთ სამართლიანი საარჩევნო კანონმდებლობა და საკუთარი ტყავის გადასარჩენად მზად არიან, გადააყოლონ ამ ქვეყნის ინტერესი და დაარღვიონ ევროკავშირის რეკომენდაციები", - აცხადებს ნაცვლიშვილი.