logo
ENG



ოხანაშვილმა ნიკა მაჭუტაძე გააძევა, ნაცვლიშვილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

29 აპრ 202416:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/29/acohobvu074uy4j.jpg

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რუსული კანონის განხილვისას დარბაზი კიდევ ერთ დეპუტატს, ნიკა მაჭუტაძეს დაატოვებინა. 

მაჭუტაძე მე-12 დეპუტატია, ვისაც ოხანაშვილი დარბაზიდან აძევებს.

გარდა ამისა, ლელოს წევრმა, ანა ნაცვლვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი. გასვლამდე დეპუტატმა ოხანაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ რეპრესიულ მეთოდებს, რასაც ის იყენებს, მაჩვენებელია იმის, თუ რისთვისაცაა რუსული კანონის მიღება საჭირო. 

"რა რეპრესიულ მეთოდებსაც დღეს თქვენ აქ იყენებთ, ეს აჩვენებს, რისთვის გჭირდებათ ეს კანონი. ეს არ არის საპარლამენტო განხილვა, არც დემოკრატიული. გაძევება არ მჭირდება, მე პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ ამ დარბაზს. ძალიან კარგია, რომ ყველაფერი ოქმდება, იმიტომ, რომ საბრალდებო დასკვნას სახელმწიფოს ღალატისთვის დასჭიდება აქ თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებები", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა. 

რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. ოხანაშვილი მიკროფონს უთიშავს ყველას, ვინც, მისი აზრით, კითხვებს კანონპროექტის მუხლებთან დაკავშირებით არ სვამს და აძევებს ყველას, ვინც "რეგლამენტს არღვევს". 


close დახურვა