logo
ENG



ოჯახები ამ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული - სამარშრუტო ტაქსების მძღოლები აქციას მართავენ

20 მარ 202012:20
3 წუთის საკითხავი
 

ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების საპროტესტო აქცია იმართება გლდანში,  მიკროავტობუსების სადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე. მძღოლები თბილისის მერსა და კომპანია თბილისის მიკროავტობუსს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსი ჩართვას და მათი პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილე ელდარ ყაველაშვილი აცხადებს, მძღოლები მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვენ.

„ჩვენი ოჯახები ამ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული. ისიც კარგად იცით, რომ სამუშაო ადგილები არ არის ისე, რომ ოჯახები ლუკმა-პურის გარეშე დავტოვოთ. კალაძეს მივმართეთ, რომ ჩაგვრთონ მოლაპარაკებებში. კომპანია იმას გვეუბნება, რომ შენ თ არ შემოგვიტანე ფული, მე საიდან უნდა მოგცე ფულიო“, - აცხადებს ყაველაშვილი.

განმარტება გააკეთა კომპანია “თბილსის მირკოავტობუსმა”. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ  კომპანიის ხელმძღვანელობასა და თბილისის მერიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, “თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის გზების გამონახვის საკითხებზე. 

„დედაქალაქის მერიის სრული მხარდაჭერით, რომელიც ცდილობს უმოკლეს დროში გამოინახოს გამოსავალი, რომ მოხდეს მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურება თბილისის მიკროავტობუსის მხრიდან. ყველა თანამშრომელი იქნება ინფორმირებული მოლაპარაკების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, თბილისის მერის გადაწყვეტილებით ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.


close დახურვა