ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მცხოვრები აზირაშვილების ოჯახი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, როგორც ეკა აზირაშვილმა აღნიშნა, მისი შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ადგილობრივი პოლიციის უფროსი თამაზ ფაილოძე კი ხელყუმბარისა და ნარკოტიკების "ჩადებით" დაემუქრა. მოქალაქეზე პოლიციელის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და ცემის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის.
ოჯახი ადიგენის პოლიციის უფროსს ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს
10 ივნ 202112:39
3 წუთის საკითხავი