ოჯახში ძალადობისა და მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ბათუმში 1 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს და არასრულწლოვან შვილს სხვადასხვა დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.