logo
ENG



პაატა ბურჭულაძე: უგულავას დაკავება იყო ერის შეურაცხყოფა და ყველაფრის ფეხებზე დაკიდება

12 თებ 202011:18
3 წუთის საკითხავი
 

საზღვარგარეთ მყოფი პაატა ბურჭულაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მსოფლიო ბანი გიგი უგულავას დაკავებას უსამართლოდ მიიჩნევს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნების" გუნდი მოვიდა, მოიმატა კორუფციამაც.

"ჩემი მთავარი მიზანია, საქართველოში გამოსწორდეს სიტუაცია და ეს მავნებლები მოიშოროს ხალხი. გული მიკვდება, რაც ხდება საქართველოში. უგულავას დაკავება იყო ერის შეურაცხყოფა და ყველაფრის ფეხებზე დაკიდება. ესაა ნორმალური აზროვნების აბსოლუტური იგნორირება. მგონი უკვე ბოლოა, რაც მავნებელმა და თავისმა გუნდმა გააკეთა",-აცხადებს ბურჭულაძე. 

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საქმე, საქველმოქმედო ფონდ ,,იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიმართ 2017 წელს აღიძრა, რის გამოც ფონდის მუშაობა უკვე 3 წელია შეჩერებულია. 


close დახურვა